2019-01-12 12:41:47
გიორგი მიქაუტაძე - "პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს"

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, აცხადებს, რომ დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია. მაგრამ, მიქაუტაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10-კაციან სიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას ითხოვენ, რა აზრსაც მათი თანაგუნდელები არ იზიარებენ.

„პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად, გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე