2019-01-12 12:29:23
შსს-მ ბორჯომში ჩადენილი 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ბორჯომში ჩადენილი 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, დააკავეს.

პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე