2019-01-12 12:23:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება.

ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა პარლამენტის შენობაში რამდენიმე საათის წინ დაიწყო. 

შეხვედრისას განსახილველი თემა მოსამართლეების სიას შეეხება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წარუდგინა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი იუსტიციის საბჭოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ.

აგრეთვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. 

ამავე თემაზე