2019-01-12 12:21:35
შსს-მ ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული მოქალაქე გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა.  

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე