2019-01-11 19:04:20
"არ მგონია,რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში"

მე არ მგონია,რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ:

​„დღევანდელ დღეს დღევანდელ პირობებში, სანამ მე არ დავინახავ რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაარქვით, დიალოგი თუ რამე ტიპის ახალი ურთიერთობა, რომელიც ჩემის აზრით ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. მე არ მგონია,რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში, საწყისს ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე.

მე არ ვარ მზად, არც მთავრობას არც კანონმდებელ ორგანოს, ამ კუთხით რამე რჩევა მივაწოდო,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამავე თემაზე