2019-01-11 18:28:49
"დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას"- ბესელიას პასუხი

ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის ბოლო განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება. ბესელიამ მოსამართლეს წარსული გაუხსენა:

"მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება ! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს, მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. გადახედეთ მის საქმეებს , ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009- 11 წწ იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას . დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა?? შორს წამიყვანს ჩამონათვალი... ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან..." წერს ბესელია

ამავე თემაზე