2019-01-11 18:14:33
ზაზა პაპუაშვილი მოსამართლეების სიას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარს არ უჭერს.

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორც ვიცხოვრე, რაც მწამს, რა ფასეულობითაც მოვსულვარ აქამდე. ამ სიას მხარს არ ვუჭერ. ახლა საუბარია იმაზე, თუ რა პროცედურები უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს საბჭოს მიერ სიის შემოტანა პარლამენტში, რათა მეტი გამჭვირვალობა იყოს და საზოგადოებამ დაინახოს, რომ პრობლემები წყდება გამჭვირვალედ. განცხადებებით არ უნდა შევქმნათ ისეთი სირთულე, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის პროცესების განვითარებას. ყველას პოზიცია იქნება თვალხილული",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე