2019-01-11 18:10:28
"დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი"

"ჯერ ერთი, რაც არ მომხდარა, რატომ უნდა გავცე პასუხი, არ არის ეს ნორმალურიო პრაქტიკა,“- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით, ის დღეს ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გამოიწვიოს  დოლიძე საბჭოდან.

„ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გეგმავენ, პრეზიდენტს მისი საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ.

ამავე თემაზე