2019-01-11 17:43:20
"მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ"

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს. განცხადება ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა:

„რაც შეეხება იმას, თუ რა არის რომელიმე მოსამართლის მიმართ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ის ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ რისკს. ამდენად, ეს ყველაფერი მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მივესალმები იმას, რომ ის, რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურად, დღეს არის გადატანილი სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს მისცემს ყველას დროს, იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა

ამავე თემაზე