2019-01-11 10:38:29
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ღ-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე 5 მოწმე დაიკითხება, მათ შორის არასრულწლოვნებიც.  ადვოკატი გოჩა კვარაცხელია ამბობს, რომ დღემდე სასამართლოში 90 მდე მოწმე დაიკითხა, თუმცა დ.ღ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალი არ დასტურდება.

დაცვის მხარე დღეს არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის შეცვლასაც მოითხოვს, რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა 19 იანვარს იწურება, მტკიცებულებების გამოკვლევა კი ვერ ესწრება.

ამავე თემაზე