2019-01-11 10:10:11
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა - პომპეო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მიესალმება და ისტორიულ მიღწევას უწოდებს

„6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა იმ პირობებში, როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის კონტურების განსაზღვრისკენ მიისწრაფის. აშშ მხარდაჭერას უცხადებს სუვერენულ და დამოუკიდებელ უკრაინას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერა ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

ამავე თემაზე