2019-01-11 10:03:54
პოპულისტური განცხადებები - მეთოფიშვილი და ქადაგიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების წინააღმდეგ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე შოთა ქადაგიძე და სერგო მეთოფიშვილი არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს საჯაროდ აკრიტიკებენ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი უსაფუძვლოს და პოპულისტურს უწოდებენ.

შოთა ქადაგიძე ფეისბუქზე წერს, რომ ჯანეზაშვილი და დოლიძე საბჭოს დამოუკიდებელი წევრები არ არიან და ისინი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს ახმოვანებენ. ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში დამოუკიდებელ წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბლოკირება სურთ.

რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილს, ის წერს, რომ ნაზი ჯანეზაშვილს რეალურად არ სურს სასამართლოში არსებული პრობლემების მოგვარება და ამ მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე