2019-01-10 19:32:10
თბილისში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს

შსს ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში ახალგაზრდა ქალი ჯერ ელექტროშიკით ​გათიშეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. უწყების ცნობით, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის პირი და მას ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

რაც შეეხება მომხდარს. შემთხვევა გასული წლის 30 დეკემბერს გლდანში, საღამოს საათებში მოხდა.  გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე