2019-01-10 16:36:15
ანაკლიის პორტი-"ძალიან დიდია ინტერესი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელ ქვეყანაში, რომ ეს პროექტი არ გავიდეს"

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი ბარამიძე "თი ბი სი" ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ანაკლიის პორტის პროექტს შორის კავშირზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მასშტაბური პროექტის ჩაშლის დიდია ინტერესი არსებობს და ამით პირველ რიგში რუსეთია დაინტერესებული: 

"შეიძლება ზიანი მიადგეს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური გეოსტრატეგიული და ეკონომიკურ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს, რომლის ინტერესი საქართველოსთვის ძალიან დიდია და ინტერესი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს ძალიან დიდია ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, ჩრდილოეთით მდებარე მეზობელს ვგულისხმობ პირველ რიგში.

რთული თამაში წამოიწყო ხელისუფლების ფორმალური, თუ არაფორმალური ხელისუფლების სათავეში მდგომი პირების ამ სურვილებმა, რომ თითქოს თითი დაუქნიონ  კომერციულ ბანკს და მის მფლობელს. ძალიან ძვირი ფასი შეიძლება გადაიხადოს ამისთვს ყველამ, მათ შორს ქართულმა ეკონომიკამ და საქართველოს მოსახლეობამ" განაცხადა ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ამავე თემაზე