2019-01-10 09:56:35
"გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან" - ადვოკატი

თიბისი ბანკის ადვოკატი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყება ხელოვნურია. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე, მოხმარდა თავად „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას. კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დოკუმენტები. ეს ტრანზაქცია კი არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში. საქმის შესახებ კი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში უკვე დაკითხულია.

"ეს არის ჩვეულებრივი ლეგალური ოპერაცია - ერთმა სუბიექტმა მეორისგან ისესხა თანხა, რომელიც საჭირო იყო იმ პერიოდისთვის რომ ბანკი გადარჩენილიყო. გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან, როდესაც ის უკვე თვეებია ამ საქმეს სწავლობს და რატომ მაინცდამაინც ამ ფორმით მოხდა გაჟონვა ჩვენთის გაურკვეველია. ეს ოპერაცია ჩატარებულია ღიად, ლეგალურად, არსებობს გადარიცხვები კონკრეტული პირების სახელები, გვარები, გამორიცხულია რაიმე ისეთის ნახვა, რომელიც დანაშაულზე მიუთითებს,"-აცხადებს "თიბისი ბანკის" ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

ამავე თემაზე