2019-01-09 20:19:21
ექიმის ცემის ბრალდება - მსახიობ რეზო ნასიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემაში ბრალდებულ, მსახიობ რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. მსახიობი ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, სანამ ის გირაოს არ გადაიხდის. 

ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნასიძე სამარტალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან მსახიობის ოჯახის წევრები. ნასარიძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არა ნარკოტიკს, არამედ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა. ის ინციდენტის პროვოცირებაში ექიმებს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე