2019-01-09 15:35:51
ლევან კობერიძემ კონსტიტუცია წაიკითხოს - მეთოფიშვილი

უმრავლესობის დეპუტატს, ლევან კობერიძეს, იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს.

მეთოფიშვილი კობერიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭო პარლამენტს "კუნთებს უთამაშებს" და ის დასაშლელია.

მოსამართლე დეპუტატის ამ განცხადებას სასაცილოს უწოდებს.

„სასაცილოა. ეს არის ღიმილის მომგვრელი განცხადება. ადამიანი, რომელიც დეპუტატია და ამბობს, რომ კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია - ამით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, მისი არსებობა, შემადგენლობა კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და წაიკითხოს კონსტიტუცია.

როდესაც პარლამენტი ნიშნავს მოსამართლეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისევ უკან დავბრუნდეთ, როდესაც შევარდნაძე ნიშნავდა მოსამართლეებს და როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტარები წევრებად შედიოდნენ? ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობაზე და სტაბილურობაზე და კობერიძე ამაზე არ ფიქრობს?!- განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ამავე თემაზე