2019-01-09 10:17:56
ექიმის ცემის ბრალდება - მსახიობ რეზო ნასიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ექიმის ცემის ბრალდებით დაკავებულ, მსახიობ რეზო ნასიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. ნასიძეს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს წაუყენეს.

თუმცა მსახიობი ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პნევმონიას მკურნალობს. ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მედპერსონალის ინფორმაციით, პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაკავებული დედა კი ამტკიცებს, რომ მისი შვილი არა ნარკოტიკს არამედ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა და ინციდენტის პროვოცირებაში ექიმებს ადანაშაულებს.

მკურნალობას გადის ნაცემი ექიმიც. მას ტვინის შერყევა აქვს. 

ამავე თემაზე