2019-01-09 10:03:45
ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა

ზემო თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა. დაჭრილს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი უკვე დაკავებულია.

ამავე თემაზე