2019-01-08 10:21:42
სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია - ერდოღანი

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია- წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს. მისივე შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

„ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და განწყობა აქვს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
"ისლამური სახელმწიფოს“ 99% განადგურებულია - მაიკ პომპეო
2019-01-08 10:25:45