2019-01-08 09:56:19
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატები ვარაუდობენ, რომ არასრულწლოვანს საპატიმროს დატოვება მოუწევს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ექსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება. დაცვის მხარის განმარტებით, დარჩენილ დროში, საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ შეძლებენ

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, აუდიოჩანაწერებს, რომელიც საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს შეეხება.

ამავე თემაზე