2019-01-08 09:36:08
თბილისში მაღაზია "ორ ნაბიჯი" დააყაჩაღეს

ყაჩაღობა თბილისში - ორი პირი თავს გვიან ღამით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია "ორ ნაბიჯს" დაესხნენ. დაშავებულია ერთი პირი და წაღებულია თანხა. მათ სუპერმარკეტის თანამშრომელს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყეს.

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელებიდან ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს კი დანა. მათ მაღაზიიდან 400 ლარი წაიღეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე