2019-01-06 12:43:29
თავდასხმა ექიმზე - მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა

თავდასხმა ექიმზე - მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს მიყენებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. უთანხმოება მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. მომხდარის შემდეგ ღამით კლინიკაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და პაციენტი, რომელიც ექიმს თავს დაესხა, უკვე გამოვლენილია.

ამავე თემაზე