2019-01-06 12:40:08
პეკინის გამზირზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება

თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას ჭრილობა კისრისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია და პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული მეორე მამაკაციც.

შეგახსენებთ, რომ დაშავებულები გუშინ ქალაქის ცენტრში გამთენიისას დაჭრეს. მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე