2019-01-05 15:47:01
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა

ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

მანამდე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელ, მიტროპოლიტ ეპიფანესა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა.

ხელმოწერის ცერემონიას უკრაინის დელეგაციიდან რადას სპიკერი, ანდრეი პარუბი და ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკოც, ესწრებოდნენ.

ტომოსს მიტროპოლიტ ეპიფანეს ხვალ გადასცემენ, საშობაო ღვთისმსახურების დროს კი დოკუმენტს წმინდა სოფიას ტაძარში საჯაროდ გამოფენენ.

ამავე თემაზე