2019-01-05 11:29:22
2014 წლის 1 მარტამდე გაცემული სხვადასხვა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები, 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული სხვადასხვა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები, 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს. მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი გადასახადი - 35 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე