2019-01-03 17:58:26
თიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

თიანეთში ორი ადამიანი მოკლეს ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. 

წყარო: რუსთავი2

ამავე თემაზე