2019-01-03 10:38:34
ზუგდიდში „ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის მოქმედი თანამშრომელია

ზუგდიდში „ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.

სამართალდამცველებმა  52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდასხმა ბანკზე 31 დეკემბერს მოხდა.

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა.

თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.  

ამავე თემაზე