2019-01-03 09:56:30
რუსეთში, ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი.  სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10- სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთ ნაწილი ჩამოინგრა. 

ამავე თემაზე