2018-12-31 15:08:02
ახალ ზელანდიაში უკვე ახალი წელია

ახალ ზელანდიაში უკვე 2019 წელია. ფეიერვერკების შოუ ოკლენდის ცენტრში ეწყობა. პიროტექნიკას 328 მეტრის სიმაღლის "სქაი-თაუერიდან" უშვებენ.
ახალ ზელანდიამდე ერთი საათით ადრე 2019 წელი უკვე დადგა სამოასა და კირიბატიში. თბილისის დროით 5 საათზე კი ახალ წელს ავსტრალიაში იზეიმებენ

ამავე თემაზე