2018-12-31 13:23:19
ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს მოხდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ჯერჯერობით, უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამავე თემაზე