2018-12-31 10:55:31
3 დაღუპული და 79 დაკარგული - აფეთქება რუსეთში

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა, ხოლო 79 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე