2018-12-29 12:55:20
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ღირებულება 1.50-თეთრიდან 2-ლარამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით მგზავრობის საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ხელისუფლებიდან რა საპასუხო ქმედებები მოჰყვება მძღოლების თვითნებურ ნაბიჯებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფის თვითნებურად გაზრდით იმუქრებოდნენ.

ამავე თემაზე