2018-12-29 11:55:29
სასტიკი მკვლელობა გორში

გორში 70 წლის ექთანი 3 ათასი ლარის გამო მოკლეს. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. 

70 წლის ქალის ძებნა ოჯახის წვერებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლილი დათუკიშვილი  სამსახურში თავის დროზე არ გამოცხადდა. როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელისთვის სავარაუდოდ ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილი ქალბატონი სამშობიარო სახლიდან მიღებულ თანხას სახლში ინახავდა.

ლილი დათუკიშვილი გორის სამშობიარო სახლის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე