2018-12-26 16:21:20
გაზის ფასის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინა - მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გაზის ფასის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინა. ნათია თურნავას განცხადებით, რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან.

"სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა სემეკ-ს, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩეს და მცირედი შემცირებაც მოხდეს. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ იქნა მიღებული ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით. ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოხერხდა იმის გამო, რომ მთავრობა ახდენს ტარიფის მოსალოდნელი ზრდის სრულად სუბსიდირებას. აქ მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს და ეს რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან. რომელიმე სხვა მონაწილე, თუნდაც კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს", - განაცხადა თურნავამ.

სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება.

ამავე თემაზე