2018-12-26 12:42:22
კახა კალაძე - "2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს"

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გასული წელი და მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეაფასა. კახა კალაძემ მომავალი წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც წარადგინა.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, მომავალი წლის ბიუჯეტი სულ 927 მილიონი ლარით განისაზღვრა. კალაძის თქმით, 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

„წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 66 მილიონი ლარით, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 327 მილიონი ლარი იქნება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ეს წინა წელთან შედარებით არის 20 მილიონით მეტი. ბიუჯეტის 38%-ზე მეტს შეადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები, 357 მილიონი ლარია, თუმცა ამას კიდევ დაემატება, როგორც გითხარით, 2019 წლის დასაწყისში თანხები და საერთო ჯამში 430 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის მიმართულებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე