2018-12-25 17:42:32
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს ბიუჯეტს, ასეულობით მილიონი ლარი არის გაუხარჯავი"

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას უწყება ვერ ითვისებს მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. განცხადება ოთო კახიძემ პარლამენტის დარგობირივი ეკონოიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

„თქვენ ხართ არა ქართული ოცნების მთავრობის წევრი, არამედ რაღაც პოლიტიკური მიმომხილველი, ან ექსპერტ-ანალიტიკოსი, რომელიც გვესაუბრებით რაღაც, თითქოს, სხვა მთავრობაზე, სხვა გუნდზე ვსაუბრობთ. ახლა დავაკონკრეტებ, რას ვგულისხმობ - როდესაც ამბობთ, რომ ინფრასტრუქტურა არის გასავითარებელი, ამავე დროს, წესით, უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომ თქვენი ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს იმ გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მისთვის არის დამტკიცებული. ასეულობით მილიონი ლარი არის გაუხარჯავი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე