2018-12-25 15:49:03
"ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია..."

ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს- ეს განცხადება ენძელა მაჭავარიანმა ეკონომიკის მინისტრის მოსმენისას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მაჭავარიანი ქობულიას გამოსვლით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მან ვერ მოისმინა სიღარიბის დაძლევის გეგმა:

„თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში. მე იმედი მომეცა, როდესაც თქვენ ახსენეთ ინდუსტრიალიზაცია, რომ რაღაც განვითარდებოდა ქვეყანაში. რამდენი ტურისტიც არ უნდა შემოვიდეს, ეს ვერ შექმნის კომფორტს და ვერ გაზრდის ეკონომიკას, თუ ჩვენ არ გვექნება ინდუსტრია. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება. ასევე არის ის ელექტროსადგურები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ხალხი არ ემხრობა...

ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც დასაქმება არ უნდათ. რაღაცით ხომ უნდა იყოს ეს სამსახურები საინტერესო? მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორი იქნება მოგვარებული? ასევე, სოციალურ მიმართულებებზე ვხარჯავთ ძალიან დიდ თანხებს, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 


 

ამავე თემაზე