2018-12-25 13:54:59
"ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით?..."- ჭიაბერაშვილი ქობულიას

თქვენ, რომ ახლა ყოფილიყავით „მაკკენზის“ თანამშრომელი და გელაპარაკათ ისეთ ადამიანებთან, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე, არ ცხოვრობს აქ და არც იცის ქვეყანაში როგორი სიღარიბეა, დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად არის,- ასე მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრს. 

„ყველაზე დიდი პროტესტი გამიჩნდა მაშინ, როდესაც თქვით, რომ 2014, 2017 და 2018 წლებში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. „ქართული ოცნების“ პირობებში არის საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. თქვენ პასუხი უნდა გასცეთ მოსახლეობას ძალიან მარტივ კითხვაზე: ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით? ამ საშუალო ეკონომიკური 4%-იანი ზრდით ათწლეულები ვერ დავეწევით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. ამ ეკონომიკური ზრდით არ გვყოფნის სახსრები ყველაზე აუცილებელი საკითხების გადასაჭრელად. გვერდი აუარეთ და არ ახსენეთ, რომ რაც კი ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა, სამთავრობო ვალი გაიზარდა. მპს-თან მიმართებაში სამთავრობო ვალი 34%-დან ავიდა 43-44%-ზე. ეს არც კი გიხსენებიათ“, - განაცხადა ქობულიამ.

ამავე თემაზე