2018-12-25 13:47:38
"დღეს საქართველოს ეკონომიკა, არის 2-ჯერ მეტი, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე"

დღეს საქართველოს ეკონომიკა, თავისი მსყიდველობითი უნარით, არის 2-ჯერ მეტი, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას გიორგი ქობულიამ 90-იანი წლების ვითარება მიმოიხილა:

"რა ხდებოდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ - სულ მოსახლეზე, აქ არის ასახული დოლარებში, მსყიდველობითი უნარით სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. 90 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დამთავრდა, მთავრდებოდა, 5 ათასი დოლარი იყო სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარით ჩვენი ეკონომიკა, როგორც მისი მთლიანი შიდა პროდუქტი. რის შემდეგაც საქართველოში, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკამ განიცადა არანორმალური, კატასტროფული დაცემა. ანუ 1993 წლისთვის პრაქტიკულად სამჯერ დაეცა ეკონომიკა. ასეთი დაცემა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. ანუ ჩვენ 93-94 წლისთვის და 95-შიც, ჩვენ ჩავვარდით უმძიმეს მდგომარეობაში.

რა ხდება ამის მერე? ამ 95 წლის მერე, ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება საქართველოს ეკონომიკის აღორძინება და ეს ეკონომიკის ზრდა პრაქტიკულად ყოველ წელიწადს არის დადებითი. ერთადერთი, იყო 2008-დან 2009-მდე, როდესაც კატასტროფული კრიზისი იყო და იყო ჩავარდნა, მარა დროებითი. ეს იყო მთელ მსოფლიოში უდიდესი ჩავარდნა, მარა მის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა იზრდება. 

დღეს საქართველოს ეკონომიკა, თავისი მსყიდველობითი უნარით, არის 2-ჯერ მეტი, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, ამიტომ არავის არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ ჩვენ ვვითარდებით და ვვითარდებით საკმაოდ კარგი ტემპებით." განაცხადა ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას. 

ამავე თემაზე