2018-12-25 13:43:38
"ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად" - ქობულია

ინფლაციაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრი ამბობს,  რომ "საკმაოდ კომფორტულად ვართ". განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში გააკეთა, სადაც მას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ:

ჩვენს გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ მიზნობრივ ინფლაციას. ჩვენ ყოველთვის ვართ მიზნობრივ ინფლაციის დონეზე, ან მის ქვემოთ, 2018 წელს 2,7 პროცენტია მიზნობრივი ინფლაცია და ჩვენ ვართ მიახლოებით ამ დონეზე, უფრო დაბლა 2,5 პროცენტზეც კი. ყველამ ვიცით 2017 წელს ინფლაცია იყო მაღალი, იმიტომ რომ ეს იყო ერთჯერადი ეფექტი, იმ აქციზებისა, რომელიც ჩვენ ავწიეთ ალკოჰოლზე, სიგარეტზე და საწვავზე. ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად. ჩვენ თვლით, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივი სამი პროცენტი მომავალი წლების განმავლობაში." განაცხადა ქობულიამ

ამავე თემაზე