2018-12-25 11:32:43
ნავთობის ფასი გაიაფდა

ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა და ამჟამად oilprice.com-ის მიხედვით, მისი ღირებულება 49.37 დოლარია.  Bloomberg-ის ინფორმაციით, OPEC ცდილობს მიწოდება შეამციროს, რათა ბაზარზე ფასი დასტაბილურდეს, თუმცა აშშ-ის მწარმოებლები პროცესში არ არიან ჩართულები, რაც ნავთობის რაოდენობას არ ამცირებს და შესაბამისად, ფასიც კლებულობს. 

New york-ის საფონდო ბირჟაზე 50 დოლარს ფასი მას შემდეგ ჩამოცდა, რაც აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ნავთობის მიწოდება გაიზარდა. 
 აღსანიშნავია, რომ მისი ფასი OPEC-ის ძალისხმევის მიუხედავად, უკვე მესამე თვეა მცირდება.  ორგანიზაციის ქვეყნების გარდა, რუსეთიც აქტიურადაა ჩართული პროცესში. 

Oilnews-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ომანი დაიწყებს ნავთობის მოპოვების 2 პროცენტით შემცირებას. ასევე იგეგმება, რომ OPEC-ში შემავალი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ 800 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ხოლო დანარჩენები - 400 ათასი ბარელით, რაც შეეხება რუსეთს ის დღე/ღამეში 228 ათასი ბარელით ნაკლებს მოიპოვებს.

წყარო : bm.ge

ამავე თემაზე