2018-12-24 11:27:35
"ევროპული საქართველო" ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტი დღეს უმცირესობის კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიზანიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებაა. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საქართველოს კანონპროექტი გავა, ბინის ყველა გამქირავებელი, ვისი შემოსავალიც წელიწადში ბინის გაქირავებიდან 30 000 ლარს არ აღემატება, იმ 5%-იანი გადასახადიდან გათავისუფლდება, რომელსაც ისინი საკუთარი ბინის გაქირავებისთვის იხდიან. 

"ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი თავს ბინის გაქირავებით ინახავენ, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა რაც უფრო ნაკლებად შეეხება მათ ჯიბეს, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი. ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს," - ამბობს კანონპროექტის ავტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

ევროპული საქართველო ერთი წლის წინ ბინის იურიდიულ პირზე გაქირავების 20%-იანი დაბეგვრის 5%-ზე ჩამოყვანასაც ეცადა, თუმცა ქართულმა ოცნებამ, კანონპროექტი ჩააგდო. 

ამავე თემაზე