2018-12-24 10:00:38
ტრამპმა მეტისის შემცვლელი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის შემცვლელის ვინაობა დაასახელა. როგორც ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, იგი მეტისის შემცვლელად თავდაცვის მდივნის მოადგილეს, პატრიკ შენაჰენს ნიშნავს.

ჯიმ მეტისს თანამდებობა თებერვლიდან უნდა დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ტრამპმა განაცხადა, იგი პოსტს უფრო ადრე, 1-ელ იანვარს დატოვებს.

პატრიკ შენაჰენი საავიაციო და თავდაცვითი ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის „ბოინგის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. 2017 წლიდან კი პენტაგონში გადავიდა.

შეგახსენებთ, ჯეიმს მეტისმა გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადა. მისი გადადგომა სირიიდან ამერიკული შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ამავე თემაზე