2018-12-23 14:16:32
ყირიმის ანექსიის შესახებ დოკუმენტს მხარი 67-მა დელეგატმა დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ანექსიის შესახებ რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და რუსეთის მიერ უკანონო იურისდიქციის დამყარების შესახებ ორგანიზაციას უკრაინამ წარუდგინა. რეზოლუციას 67 დელეგაცია მიემხრო, 27 წინააღმდეგ წავიდა 70-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის მიუხედავად, რუსეთი ყირიმის შეიარაღებას განაგრძობს. სუ 27-ის და სუ 30-ის ტიპის ათობით მოერიშე ბელბეკის ბაზაზე უკვე დაეშვა.

ამავე თემაზე