2018-12-23 14:13:45
დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში - წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 160 ადამიანს აჭარბებს

ცუნამის შედეგად ინდონეზიაში ასობით ადამიანი დაიღუპა.  

გიგანტურმა ტალღებმა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს გადაუარა და რამდენიმე დასახლება წალეკა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს, დაშავდა ათასამდე ადამიანი.

სტიქიური უბედურებების სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამი მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა. კარაკატაუს კრატერიდან ცეცხლოვანი მასა იფრქვევა.  ამის გამო, გრძელდება განმეორებითი ბიძგებიც.  

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია უკვე დაწყებულია. მაღალჩინოსნები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ელოდებიან.

ამავე თემაზე