2018-12-22 12:43:14
ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრები, საჯარო მოხელეების დეკლარაციებშია შეტანილი და ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს დეპუტატების მეუღლეები ახლო ნათესავებისგან იღებენ.

ეკა გიგაურის თქმით, 11 დეპუტატისთვის ძვირადღირებული საჩუქრის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც საკმაოდ დიდი ქონების გადაცემა დაფიქსირდა ოჯახის წევრების მხრიდან.

კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.

„რეალურად, შესაძლებელია, რომ ეს იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მოხდეს. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები უნდა შეისწავლონ,“ - განაცხადა გიგაურმა

ამავე თემაზე