2018-12-21 10:23:35
ტრამპს ჯარი ავღანეთიდანაც გაჰყავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა განკარგულება გასცა პენტაგონმა, ავღანეთიდან დაახლოებით 7 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანის გეგმა მოამზადოს. 

ამჟამად ავღანეთში 14 ათასი ამერიკელი სამხედროა განლაგებული. 

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს მიიღო და ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

ამავე თემაზე