2018-12-21 09:50:54
აშშ-ის თავდაცვის მდივანი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მეტისი, რომელიც აღნიშნულ პოსტს, 2017 წლის იანვრიდან იკავებს, თანამდებობას ტოვებს. როგორც დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, თებერვლის ბოლოს მეტისი გადადგება. თეთრი სახლის ლიდერმა არ დაასახელა მეტისის შემცვლელი, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე სხვა მალევე დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ მეტისის გადადგომა ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა სირიიდან ამერიკული შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ. როგორც თავად ჯიმ მეტისმა განაცხადა, მისი მოსაზრებაა, რომ მოკავშირეებს პატივისცემით უნდა მოეპყრო და ამერიკული ძალაუფლების ყველა ხერხი უნდა გამოიყენო საერთო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.

„ვინაიდან თქვენ გაქვთ უფლება გყავდეთ ისეთი თავდაცვის მდივანი, ვისი მოსაზრებებიც უკეთ ესადაგება თქვენსას ამ და სხვა საკითხებზე, მიმაჩნია, რომ მართებული იქნება თუ გადავდგები“, - განაცხადა მეტისმა.

ამავე თემაზე