2018-12-20 15:20:25
რკინიგზის გასხვისება - ქობულია დეტალებს განმარტავს

მუშაობა თუ არა ეკონომიკის სამინისტრო რკინიგზის გაყიდვის კუთხით - ამ კითხვის პასუხად ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო არ აპირებს რკინიგზის სავალი ნაწილის გასხვისებას. დეტალურად ამ საკითხზე ქობულიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა:

"ჩვენ არ ვაპირებთ რკინიგზის სავალი ნაწილის გასხვისებას. ის სტრატეგიულად დარჩება სახელმწიფოს მფლობელობაში. რაზეც იყო ლაპარაკი და რაზეც ჩვენ ეხლა ვმუშაობთ, ეს არის კერძო კომპანიების დაშვება მოძრავი შემადგენლობის ოპერირებაში. ანუ იქნება კერძო კომპანიები, რომელიც იქნებიან დაშვებულები ვთქვათ, ვაგონების პარკთან დაკავშირებით, ან ლოკომოტივის ოპერატორები. ანუ, ეს იქნება კერძო კომპანიები, რომლებიც მიიღებენ შეკვეთებს, გადაზიდავენ ტვირთებს და ისარგებლებენ სახელმწიფო ქონებაში არსებული სავალი ნაწილით" განაცხადა ქობულიამ "დღის ამბებში"

ამავე თემაზე